არ მაქვს იმედი, რომ უმცირესობა, რაც გვყავს პარლამენტში ჩვენი მთავრობის მოღვაწეობას ადეკვატურად შეაფასებს-ღარიბაშვილი

არ მაქვს იმედი, რომ უმცირესობა, რაც გვყავს პარლამენტში ჩვენი მთავრობის მოღვაწეობას ადეკვატურად შეაფასებს-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაიწყო და " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს და ახალ სამოქმედო გეგმას აცნობს. პრემიერ-მინისტრმა საუბრის დაწყებისას განმარტა, რომ მას საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის იმედი არ აქვს.

„მე რა თქმაუნდა არ მაქვს და არ მქონდა იმის იმედი, რომ არსებული საპარლამენტო უმცირესობა რაც გვყავს პარლამენტში ჩვენი მთავრობის მოღვაწეობას ადეკვატურად შეაფასებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები ქვეყანაზე და ხალხზე დადებითად იმოქმედებს მიხარია, რომ მე გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცული არის ადამიანის ყველა ფუნდამეტალური უფლება, მათ შორის არჩევანის, გამოხატვისა და სიცოცხლის უფლება, ამიტომ ჩვენს შორის ღირებულებით განსხვავებებზე აღარ ვისაუბრებ. ჩვენს პროგრამაში დეტალურად არის სტრატეგია და გეგმები გაწერილი და მოცემულია ციფრები. ეს არის გეგმა რომელიც ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.