"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ეკონომიკური პროფილის კომიტეტებიც დატოვეს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძე განაცხადა, სხდომაზე დასწრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათ ეკონომიკურ გუნდთან კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცემოდათ.

"სხდომაზე დასწრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენ კი მოვითხოვდით, რომ შეკითხვებისთვის ერთი საათი ყოფილიყო გამოყოფილი, მაგრამ უარი მივიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორედ ეკონონიმიკურ გუნდთან შეხვედრა იყო, რადგან მათ მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა გაეცათ პასუხი, რაც ხალხს აწუხებს, ისინი კი, მხოლოდ მიღწევებზე საუბრობენ. ეკონომიკურ გუნდს და მთლიანად მინისტრებს უმცირესობის სხდომაზე მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.