საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარალამენტო უმცირესობის წევრებმა. დეპუტატებისთვის მიუღებელი გახდა კანონმდებლების გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო და ფორმატი. ვახტანგ ხმალაძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ საკუთარი გამოსვლა ერთ წუთში ჩაეტიათ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ითხოვენ, რომ დეპუტატებს გამოსვლებისთვის მეტი დრო მიეცეთ, ვინაიდან საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. ხმალაძემ კი მათ განუმარტა, რომ დეპუტატებს მხოლოდ 20 წუთი ექნებათ კითხვების დასმისთვის, 40 წუთი კი მინისტრებს ექნებათ პასუხების გაცემისთვის.