პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა

პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს , განკარგულება პარლამენტს უკვე ჩაბარდა.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა საქართველოს კონსტიუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისას იქნა მოწვეული.

რიგგარეშე სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს 8 მაისის 13:00 საათიდან.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტმა მიმართა. ხვალ, 8 მაისს საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.