მთავრობის ახალი პროგრამა წინა პროგრამისგან არსებითად განსხვავებული არ არის - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მთავრობას მხარს დაუჭერს. "იმედი მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერის პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება მთავრობის პროგრამას, ის არსებითად იგივეა. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს გეგმას, ის მთლიანად ადამიანზეა ორიენტირებული. ძალიან ბევრი სიახლეა ჩვენთან ამასთან დაკავშირებით. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ დევნილთა შემოსავლის წყაროების გაზრდას და მათ გრძელვადიან განსახლებას", - განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში.