„ვადასტურებთ ჩვენს მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“

„ვადასტურებთ ჩვენს მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ან ბრასერის განცხადებით, ევროსაბჭო საქართველოში მიმდინარე ყველა იმ პროცესს აკვირდება, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

ამის შესახებ ან ბრასერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ვხვდებით. საქართველოს დელეგაცია დიდი როლს ასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. საქართველოს აქვს ევროინტეგრაციული მიზნები, ამიტომ ასეთი ვიზიტი, მონიტორინგი, რომელსაც ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლოსა და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, ადამიანის უფლებათა საკითხებს, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ასევე ვადასტურებთ ჩვენ მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-განაცხადა ბრასერმა

თავის მხრივ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს როლს საქართველოს მიმართ.

„ევროსაბჭო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომელიც საქართველოს უკვე ორი ათეული წელია, უდგას მხარში, დემოკრატიული რეფორმების გატარებაში და ქვეყანაში იმ ინსტიტუციური გარემოს შექმნაში, რაც ასე გვჭირდება ჩვენ. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციების რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები სასამართლო, თვითმმართველობის სფეროებში, საარჩევნო სისტემის და უამრავ სხვა საკითხებში“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ბრასერი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართავს