პრემიერმა ან ბრასორს რუსეთისთვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მოწოდება სთხოვა

პრემიერმა ან ბრასორს რუსეთისთვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მოწოდება სთხოვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.

პრემიერმა ან ბრასორს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმ ე.წ ხელშკრულების გამო, რომელიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა. პრემიერის თქმით, საქართველომ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას. ამ ვითარების ფონზე, პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.