ტერიტირიული მთლიანობა არის ზუსტად ის პრინციპი, რაზეც ჩვენ ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ან ბრასორიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, "უკრაინა არის უფრო მეტი, ვიდრე შეშფოთების საგანი". ან ბრასორი ასევე აცხადებს, რომ "საქართველო რეგიონში უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე სხვა ქვეყნები".
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, რომ ძალადობა არასდროს გამოსავალი არ გახდეს. რთულია, მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა გავაგრძელოთ საპარლამენტო დიპლომატიური გზების ძიება. მაშინ, როცა რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება შეუჩერდა, მათ გადაწყვიტეს, ჩვენთან არ იმუშაონ. ჩვენი მათი უფლებები არ შეგვიწყვეტია, ისინი მაინც ჩვენი წევრები არიან, რადგან გვინდა გავაგრძელოთ მათთან ურთიერთობა, გვქონდეს მათთან დიალოგი, ვიპოვით საშუალება, ვილაპარაკოთ მათთან, მაგრამ ტერიტირიული მთლიანობა არის ზუსტად ის პრინციპი, რაზეც ჩვენ ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ. არავის არ აქვს უფლება, ძალდატანებით და ძალადობრივად ეს პრინციპი შეცვლოს. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება აფხაზეთს და სამხეთ ოსეთს", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ან ბრასორიმ.