დაღესტანში, კერძოდ მახაჩყალაში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ანტიტერორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე - ჰამიდოვის, ტიმირიაზევას და სულაკსკის ქუჩებზე მიმდინარეობს. ამის მიზეზი "ბოევიკების" დაკავება და მათი ლიკვიდაციაა.
რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავ უწყებებს ერთ-ერთი სახლი აქვთ ბლოკირებული, სადაც სავარაუდოდ "ბოევიკები" იმალებიან. მსგავსი ოპერაციები დაღესტანში ხშირად იმართება.