"6 თვის შემდეგ ბიუჯეტის ნახევარი იქნება შეჭმული"

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომიკური ექსპერტებისთვის. მათი თქმით, შექმნილ ვითარებასა და ფასების მოსალოდნელი ზრდის თავიდან ასაცილებლად ეს ერთადერთი გამოსავალი იყო.თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საბოლოოდ ბანკებისთვის და ზოგადად ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

რომან გოცირიძე:

“ეს არის იძუელებითი ნაბიჯი, ამით ბუნებრივია შემცირდება საკრედიტო აქტივობა ბანკების, გაძვირდება პროცენტები. ეს ნიშნავს ბიზნესისათვის სესხის გაძვირებას და ბიზნესის აქტივობის შეკვეცას ლარის სტაბილურობის მიღწევის მიზნით. 6 თვის შემდეგ ბიუჯეტის  ნახევარი  იქნება შეჭმული და შემდეგ სუფსიდირების ის ტალღა, რომელსაც იწყებენ გაზის სუფსიდირება, არ არის გამორიცხული ელექტროტარიფების სუფსიდირებაც დაიწყონ და გაუთვალისწინებელი ხარჯებიც გახდეს გასაწევი ასე, რომ დიდი ეჭვია, რომ საერთოდ ბიუჯეტს შეეხოს მთავრობა”

გიგა ბედინეიშვილი

“ეროვნული ბანკის მოტივაცია ასეთ შემთხვევაში, როდესაც ზრდის რეფონანსირების განაკვეთს, არის ის, რომ შესაბამისად საპროცენტო განაკვეთებმა ზოგადად აიწიოს ეკონომიკაში და ითვლება რომ ამის მიზანია შენელდეს ფასების ზრდა. საპროცენტო განაკვეთების აწეევა ზოგადად იწვევს ეკონომიკის მოქნილობის კიდევ უფრო დაკარგვას და ბიზნესის შენელებას.” აცხადებენ ექსპერტები