პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ქალაქ პეშავართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა მაშინ განახორციელეს, როდესაც ფეხბურთის შეჯიბრი მიმდინარეობდა.
თავდამსხმელები სტადიონზე გასვლას შეეცადნენ, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა. მიუხედავად ამისა, მათ ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურება მაინც შეძლეს.
მსგავსი შემთხვევა ქალაქ პეშავარში გასულ წელსაც მოხდა, მაშინ ტერორისტების თავდასხმის შედეგად 140 მოსწავლეზე მეტი დაიღუპა.