თბილისში, ვაკის პარკთან წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.