პან გი მუნის აზრით, გაეროს მომავალი გენერალური მდივანი ქალი უნდა იყოს

პან გი მუნის აზრით, გაეროს მომავალი გენერალური მდივანი ქალი უნდა იყოს

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მომავალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მიაჩნია, რომ დადგა დრო, ეს პოსტი ქალმა ჩაიბაროს. 
ამის შესახებ ჟურნალისტებს პან გი მუნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განუცხადა.

"სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში მან უკვე თქვა, რომ დადგა დრო, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა ქალმა დაიკავოს. თუმცა, ის არ აპირებს გამოთქვას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გახდეს ორგანიზაციის მომდევნო მდივანი", - აღნიშნა ჰაკმა. 

პან გი მუნი გაეროს გენერალური მდივნის პოსტს 2007 წლის 1-ელი იანვრიდან იკავებს და მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს იწურება.