"მინისტრთა კაბინეტს ნდობას სავარაუდოდ, 8 მაისს გამოუცხადებენ"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით მიმართავს.

"თუ ბიურომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი მომდევნო მომავალ პლენარულ სხდომამდე, ანუ ოთხშაბათამდე უნდა გავიდეს და  ვიცი ასეთია მიდგომა, გამომდინარე იქიდან, რა პრობლემებიც არსებობს, დაგეგმილ მუშაობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, პარლამენტი  პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რომ მან მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. სავარაუდოდ, ეს მოხდება პარასკევს. თუ ყველაფერი ასე იქნა, შესაძლებელი იქნება, რომ ხვალ გაიმართოს სხდომამდე ჩასატარებელი პროცედურები - საკომიტეტო მოსმენები, ფრაქციებში მოსმენები, ხოლო მომდევნო დღეს გაიმართება პლენარული სხდომა", - განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს კონსტიტუციის 81/1 მუხლის შესაბამისად, ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა.