„არცერთ კლინიკას თანხის გადარიცხვა არ უგვიანდება, ასეთი შემთხვევა არ მომხდარა“

„არცერთ კლინიკას თანხის გადარიცხვა არ უგვიანდება, ასეთი შემთხვევა არ მომხდარა“

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებს თანხების გადარიცხვა უგვიანდებათ, მიზანიმართული დისკრედიტაციაა.

როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, ის დღეს შეხვდა კლინიკების წარმომადგენლებს და მათგან მსგავსი პრეტენზია არ მოუსმენია.

„ბოლო დღეების განმავლობაში გავიდა სიუჟეტები, რომ კლინიკები ჩივიან იმაზე, რომ თანხის გადარიცხვას ვუგვიანებთ. არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, თანხები ირიცხება დროულად. ეს დაადასტურეს იმ კლინიკის ხელმძღვანელებმა, რომელსაც დღეს შევხვდი, არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს ამაზე შენიშვნა, პირიქით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მათ ახალი პროექტების განხორციელება შეძლეს. ჩემთვის გაუგებარია ამ ტენდენციის გაჩენა, არ მინდა, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ ერთადერთი ახსნა, რაც მომდის ეს არის ალბათ, გარკვეული მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“,-განაცხადა სერგეენკომ