პარლამენტის ბიურო რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის ბიურო რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე იმსჯელებს

დღეს, 18.00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიურო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე იმსჯელებს.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა და მის დამტკიცება 7-8 მაისს მოხდება, ამისთვის კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაა საჭირო, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად უკვე წარუდგინა.