ანგელა მერკელი თვალთვალთან დაკავშირებით პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს

ანგელა მერკელი თვალთვალთან დაკავშირებით პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს

გერმანიის კაცლერი, ანგელა მერკელი მზად არის პარლამენტარებს ჩვენება მისცეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური აშშ-ის გერმანიისა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებზე თვალთვალში ეხმარებოდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტარების კითხვებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტი, თომას დე მეზიერი უპასუხებს.

მერკელის თქმით, ისიც მზად არის ყველა სამხილის გადაცემისთვის.

"მე მივცემ ჩვენებას და ვუპასუხებ კითხვებს, რაც საჭირო იქნება და რასაც პარლამენტი მოითხოვს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა რადიო "ბრემენთან" ინტერვიუში.

როგორც ვიცე კანცლერი, ზიგმარ გაბრიელი აცხადებს, მერკელს ორჯერ ჰკითხა, უთვალთვალებდა თუ არა გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური გერმანულ კომპანიებს აშშ-ის სასარგებლოდ. თუმცა, კანცლერმა მას ორივეჯერ უპასუხა რომ არა. ამიტომაც ვიცე კანცლერი აღნიშნული საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.