საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ხელმოწერილი მთავრობის სია, მოქმედი მინისტრების შემადგენლობით უკვე გადაუგზავნა. პრეზიდენტს ვადა 8 მაისს ეწურებოდა და მთავრობის ადმინისტრაცია მისგან ხელმოწერას დროულად ითხოვდა. ადმინისტრაცია და პრემიერიც აცხადებდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები აღარ მოხდებოდა. პრეზიდენტმა კი დღეს განაცხადა, რომ მისი ეს ნაბიჯი , გადადების პროცესი, პარლამენტისა და მთავრობისთვის ხელის შეწყობა იყო. ახლა ჯერი პარლამენტზეა. საკანონმდებლო ორგანოს სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს.