დავით სერგეენკო:

დავით სერგეენკო: "ევექსმა" ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანია "ევექსმა" ნაჩქარევი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მან არ იცის, რამდენად გამოიწვია ამან ადამიანის გარდაცვალება.

"კომპანია "ევექსმა", სამწუხაროდ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა. არ ვიცი, რამდენად გამოიწვია ამან ადამიანის გარდაცვალება, ჩვენ ამას უახლოეს საათებში დავადგენთ და გვეცოდინება. ვფიქრობთ, დავარეგულირებთ სიტუაციას ისე, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა სერგეენკომ.

შუახევის მუნიციპალიტეტში 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რაშიც მისი ოჯახის წევრები საავადმყოფოს ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივი თეიმურაზ დავითაძე აცხადებს, მუცლის არეში დაჭრილი დავითაძე მეგობრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ქირურგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დაჭრილი სისხლისგან დაიცალა. კორპორაცია "ევექსმა" 27 აპრილს საავადმყოფოს სტაციონალური მომსახურება გააუქმა. კლინიკა მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპითა და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო არკვევს, საავადმყოფოში ქირურგი რა მიზეზით არ იმყოფებოდა.