„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნას არაეფექტიან გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას არა კომისიის შექმნა არამედ ივანიშვილისგან საქართველოს მთავრობის გათავისუფლება და ამ მთავრობის გამოცვლა სჭირდება
„ლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც 3 წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ატარებენ. ეს არის პოლიტიკა გადასახადების გაზრდის და არა შემცირების, ბიუროკრატიის ზრდის, ნათესავების და მეგობრების დასასაქმებლად, რეგულაციების ზრდის, ტურიზმის დანგრევის, კრიმინალის ზრდის და უაზრო სავიზო პოლიტიკის ხარჯზე, ამის შედეგია. ამას კომისიის შექმნა კი არ სჭირდება, ამას სჭირდება ივანიშვილისგან საქართველოს მთავრობის გათავისუფლება და ამ მთავრობის გამოცვლა. მთავრობისა, რომელიც დღემდე ამ კრიზისის უმძიმეს პერიოდში გვეუბნება, რომ გეგმა არ აქვს, იმიტომ რომ კრიზისს არ აღიარებს“, - განაცხადა ბოკერიამ.