საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, თინა ხიდაშელს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, თინა ხიდაშელს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვთის მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრისთვის მზადა არის, - შესაბამისი განცხადება მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს, დუშეთში გააკეთა. გიოეგი მარგველაშვილი შეხვედრის თაობაზე თავად თავდაცვის მინისტრის სურვილს გამოეხმაურა.

"ბუნებრივია, შეხვედრისთვის მზად ვარ. თინა ხიდაშელს ახლა აქვუს რთული დღის წესრიგი პარლამენტში, რადგან უნდა დამტკიცდეს მინისტრად. მას შევხვდები ყოველთვის აბსოლუტურად დიდი გახსნილობით, იქნება ის თავდაცვის მინისტრი, თუ დეპუტატი, ეს ურთიერთობა მანამდეც იყო, გრძელდება და გაგრძელდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად თავდაცვის მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს, პრეზიდენტის განმარტებით, მას სურს, რომ ამ კუთხით იყოს მეტი სტაბილურობა.

"კონსტიტუცია არანაირად არ გულისხმობს არც ერთი მინისტრის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციას, თუმცა მიმაჩნია, რომ კონსულტაცია ზოგადად დადებითი პროცესია. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის მინისტრს, მე ხაზგასმით ვთქვი ის, რომ ასე ხშირად თავდაცვის მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ. ქვეყანას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, ამ სფეროში განსაკუთრებული სტაბილურობა მართებს. ალბათ გახსოვთ, ალასანიას შეცვლაზეც მე ნეგატიური რეაქცია მქონდა, ამ შემთხვევაშიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ბევრად მეტი სტაბილურობა. აქ არ არის არანაირი პოლიტიკური თემა, აქ არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ქართულ არმიას და ქართულ ჯარს, ეს არის განსაკუთრებით თბილი და სათუთი თემა, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და რამდენიმე საათში, უცებ არ უნდა გავიგოთ, რომ იცვლება თავდაცვის მინისტრი. ასე იყო ალასანიაზე, ასე იყო ჯანელიძეზე. მე მინდა, ამ სფეროში მეტი სტაბილურობა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.