„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“

„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, თუ ვინ უნდა წარადგინოს მთავრობა პარლამენტში, კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

დეპუტატების ნაწილის მოსაზრების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს პარლამენტში მთავრობის წარდგენის უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს რომელიმე ოპოზიციის ან პარლამენტის წევრის გადასაწყვეტი არაა.

„ეს არც პრემიერის გადასაწყვეტია, არც რომელიმე ოპოზიციის წევრის, ან პარლამენტარის. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.