„2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის“ ჯგუფის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ

„2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის“ ჯგუფის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ცნობილი ქართველი და გერმანელი ექსპერტები.

შეხვედრაზე განხილული იქნა 2017 წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ჯგუფს  საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები უხელმძღვანელებენ. თამარ ბერუჩაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯგუფის პირველ შეხვედრას შეუერთდნენ.

სამუშაო სხდომაზე დაიგეგმა 2017 წლის ფარგლებში ერთობლივი გერმანულ-ქართული  ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის არის  გამოფენები, კონცერტები, კინო-კვირეულები, სასწავლო-გაცვლითი პროგრამები, სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები და ფესტივალები. ღონისძიებები ჩატარდება, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში.