ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებთან გამართავს.
როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ან ბრასერი 8 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და თამარ ბერუჩაშვილი საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის საკითხებს, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ“, - განაცხადა კერესელიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ან ბრასორი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.