ჩრდილოეთ გერმანიას ტორნადომ გადაუარა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულია 26 წლის მამაკაცი, რომელიც ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ჰამბურგში იმყოფებოდა, როდესაც მათ ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი შენობის ნამსხვრევი დაეცა.
ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით ქალაქი ბიუტცოვი და როსტოკი დააზიანა. თვითმხილველების თქმით, ტორნადომ ავტომობილები წაიღო, სახლებს კი სახურავები ახადა. ქარიშხლის გამო ბიუტცოვის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შენობის ნაწილი დაეხურა. სახანძრო სამსახურში დახმარების თხოვნით 500-ზე მეტი ზარი შევიდა.
უამინდობის გამო ჰამბურგიდან ლუბეკამდე სარკინიგზო რეისები გადაიდო.