"კომერსანტის" ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი უწყების უმოქმედობის გამო მოხსნეს.
თბილისის განვითარების ფონდი 2010 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობა:
- თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.
- თბილისის ისტორიული ნაწილში გამაგრებითი სამუშაოების შესრულება.
- თბილისის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
- თბილისის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა.
- ახალი პროექტების განხორციელება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების პარალელურად ფონდი მოიზიდავს თანხებს საერთაშორისო, უცხოური ორგანიზაციებიდან და დონორებთან და კერძო ინვესტორებთან.
თემურ ხომერიკი ფონდის ხემძღვანელად რეგიონული განვითარების სამინისტროდან 2014 წელს გადაიყვანეს, მანამდე იგი 2013-2014 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
მის საჯარო კარიერაში პაუზა 2004 წლიდან იწყება. 2000-2001 ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა; 2001-2004 საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე იყო.
2004-2013 წლებში ხომერიკი საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.