გურიაში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გურიაში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

დღეს ქალაქ ოზურგეთში 60 ბავშვზე გათვლილი ახლადრეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა, რომლის სარემონტო სამუშაოებისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 151 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში 18 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე კი გურიაში 5 ახალი ბაღის აშენება და 14  ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში  40-მდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდა და გარემონტდა.

დღეს ქალაქ  ოზურგეთის # 6 საბავშვო ბაღის გახსნას გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი  ქეთევან მოისწრაფეშვილი, ქალაქის მერთან ბეგი სიორიძესთან ერთად დაესწრო.