გაათავისუფლებენ თუ არა უგულავას-მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

გაათავისუფლებენ თუ არა უგულავას-მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

დატოვებს თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი საბყრობილეს-ამის შესახებ ცნობილი ცოტახანში გახდება. მოსამართლე ამ წუთებში გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15 საათზე დაიწყო. დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმის ეპიზოდს განიხილავს. გიგი უგულავასთან ერთად აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვთ წაყენებული, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატები მოსამართლისგან გიგი უგულავას გათავისუფლებას ითხოვენ. უგულავას უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში ყოფნა პროკურატურის მიზანმიმართული ქმედებაა, რითიც სრულად ირღვევა კონსტიტუცია.სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთეს პროკურატურის წარმომადგენლებმა.ბრალდების მხარე აცხდებს, რომ გიგი უგულავა პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში ის მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს. პროკურორები აცხადებენ, რომ გიგი უგულავამ ციხიდან მოწმეებს SMS-ები გაუგზავნა და ამის გამო პროკურატურა ითხოვს, თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დარჩეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, SMS-ები დაუდგენელი ნომრიდანაა გაგზავნილი. გიგი უგულავას ადვოკტები აცხადებენ, რომ ეს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან "ხრიკია" იმისთვის, რომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვონ. მათი თქმით, პროკურატურას არა აქვს საფუძველი იმსთვის, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში ყოფნა მოითხოვოს.