დალასში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა

დალასში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა აიღეს

დალასში, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე გამართული კონფერენციის მსვლელობისას განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა აიღეს.

ამის შესახებ ინფორმაცია, "ბიბისის" ცნობით, თავად ისლამისტებმა საკუთარი რადიოსადგურის საშუალებით გაავრცელეს. ამასთან, ჯიჰადისტები აშშ-ს მორიგი თავდასხმებით დაემუქრნენ.

3 მაისს დალასში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე კონფერენციის მსველობისას შენობის გარეთ ორმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად დაშავდა დაცვის ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით, ორივე თავდამსხმელი მოკლეს. კონფერენცია ისლამის კრიტიკოსების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ფარგლებშიც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების კონკურსიც გაიმართა. დამსწრეებს შორის იყო ცნობილი ჰოლანდიელი ანტიისლამისტი, გეერტ უილდერსიც, რომელიც ისლამისტების თავდასხმის ობიექტთა სიაშია.