"ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს გამართულ ბრიფინგხე განმარტეს, რატომ არ დაუჭერს პარტია მხარს მთავრობის იმ შემადგენლობას, რომლის პარლამენტში წარდგენასაც მმართველი გუნდი აპირებს. პარტიის სახელით განცხადება გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
"2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მთავრობის ინიციატივით პარლამენმა მიიღო რიგი ცვლილებების რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობის ზრდა, ლარის დევალვაცია და სხვა ნეგატიური შედეგები მოგვცა, ქვემოთ ჩამთვლილია ამ ცვლილებების ნაწილი.
ხელისუფლებამ:
1. უარი თქვა გადასახადების კლების სტანდარტზე და პირიქით გაზარდა აქციზის გადასახადი.
2. მიიღო მიგრაციის ახალი რეგულაციები რის გამოც მკვეთრად შემცირდა საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა;
3. შემოიღო ახალი რეგულაციები, რამაც გაართულა საქართველოში ბიზნესის კეთება - ცვლილებები შრომის კოდექსში, მიწის გასხვისების აკრძალვა, ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის გაუქმება;
4. შექმნა ახალი სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებები- დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, კონკურენციის სააგენტო;
5. 2012 წლის შემდეგ მიღებულ ყველა ბიუჯეტში იზრდება მუშამოსამსახურეთა ანაზღაურება - ანუ იზრდება ხეფასები, პრემიები, ბიუროკრატია და ძირითადად ნეპოტიზმით დანიშნულ კადრებს ხმარდება;
6. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამნისსტისს შესახებ კანონი, რითაც ყოველგვარი შეფასების გარეშე ციხიდან მასობრივად გამოუშვა პატიმრები, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულში მხილებულები და რეციდივისტები, რამაც გაზარდა კრიმინალი;
7. უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედებაზე, რამაც ნეგატიურად იმოქმედა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე",-აცხადებენ პარტიაში