გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარებული აუდიტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ დატოვებს თანამდებობებს- ამის შესახებ განცხადება უწყების ახალმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა . გარემოს დაცვის მინისტრის თქმით ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ როგორ ასრულებს, მასზედ კანონით დაკისრებულ მოვალეობას "სამინისტროში დარჩებიან პატიოსანი პროფესიონალები და მე პირიქით მათი დამცველი გავხდები , მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიღებული იქნას ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში, ობიექტურობის, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. სათითაოდ გაცნობის პროცესში ვარ ადამიანებთან. გაგრძელდება თუ არა ეს მუშაობა ერთად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ვასრულებთ თითოეული ჩვენგანი, ჩვენზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა