„ელჩის დაბარება აუცილებელი იყო“

„ელჩის დაბარება აუცილებელი იყო“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სომხეთის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება აუცილებელი იყო. დეპუტატის განმარტებით, საჭირო იყო სომხური მხარის კომენტარების მოსმენა იმ ფაქტზე, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არაოფიციალურად შეხვდა. „ელჩის დაბარება აუცილებელი იყო, რათა კომენტარები მისგან ყოფილიყო მოსმენილი. ვფიქრობ, კომენტარები გასაკეთებილი იყო და დიპლომატიური აზროვნებაც, პოლიტიკური აუცილებლობაც, მოითხოვდა, რომ ეს კომენტარები მიღებულ იქნეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.