"მადლობელი ვიქნებით, თუ ჩვენი ოპონენტები კარგ რჩევებს მოგვცემენ"

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. აბაშიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა მაისის ან ივნისის თვეში გაიმართება. „ჯერ არ ვიცი, როდის, მაგრამ იქნება, ალბათ, მაისში ან ივნისში. მადლობელი ვიქნებით, თუ ჩვენი პარტნიორები, თუნდაც ოპონენტები კარგ რჩევებს მოგვცემენ და შევეცდებით, რომ მერე გამოვიყენოთ. არის პრობლემები, ეს ფორმატი და კომუნიკაციის არხი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. ვინ იქნება ეს, აბაშიძე-კარასინი თუ ვიღაც ორი, სხვა გვარის პიროვნება, ამას არ აქვს მნიშნვნელობა. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის არხი“, - განაცხადა აბაშიძე.