საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 6 და 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 მაისს ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.

დედაქალაქში ხვალ და ზეგ ტემპერატურა დღისით +20, ღამე +9 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 8 მაისს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 9 მაისიდან კი ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.