არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა პრეზიდენტს

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა პრეზიდენტს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს არ გადაუგზავნოს პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც პრემიერმა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილს მიმართვას დღეს გაუგზავნიან. პოლიტიკური პარტიები თვლიან, რომ „კონსტიტუციური სტატუსის არ მქონე მხარის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილზე მინისტრების დანიშვნისას ზეწოლა განხორციელდა.მიმართვას ხელს აწერს რამდენიმე პარტია - მათ შორის ქართული დასი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი და ქრისტიანდემოკრატიული პარტია.ხელმოწერაზე უარი განაცხადეს ახალმა მემარჯვენეებმა და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ.