პაპუა ახალ გვინეაში მიწისძვრა მოხდა

პაპუა ახალ გვინეაში მიწისძვრა მოხდა

პაპუა ახალ გვინეაში, კუნძულ ახალ ბრიტანეთზე 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. "ბიბისის" ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კიმბედან 184 კილომეტრში სოლომონის ზღვაში დაფიქსირდა. ათ წუთში ბიძგები განმეორდა, რომლის სიმძლავრემაც 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. 

სეისმოლოგების განცხადებით, პაპუა ახალ გვინეაში ცუნამის საფრთხე არსებობს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.