ნავთობის ფასმა წელს პირველად 67 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასმა წელს პირველად 67 დოლარს გადააჭარბა

ნავთობზე ფასის მატება დაიწყო და გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა წელს პირველად გადააჭარბა 67 აშშ დოლარს. 

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ბოლოს ასეთი ფასი აღნიშნული ტიპის ნავთობზე გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. თუმცა, ამ დროის მონაცემებით, ფასმა ნახევარი დოლარით უკვე დაიკლო და მისმა ფასმა 66,50 აშშ დოლარი შეადგინა.

ნავთობის ფასებზე დადებითი გავლენის ერთ-ერთი მიზეზია ჩინეთში ეკონომიკური ზრდის განახლება.