გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი რუსეთში ჩასვლასა და 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავს. ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.
"ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია გენმდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა დაადასტურა. მისივე ცნობით, პან გი მუნთან ერთად რუსეთში გაემგზავრება "იუნესკოს" დირექტორი ირინა ბოკოვა.
დიუჟარიკის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში ვიზიტამდე 7 და 8 მაისს პოლონეთსა და კიევში ჩავა და ამ ქვეყნების პრეზიდენტებს - ბრონისლავ კომოროვსკისა და პეტრო პოროშენკოს შეხვდება.