12 წლის მოზარდი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოატარეს, გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნუსს" შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, 12 წლის მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
"ამ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია. მოსულან ენგურის ხიდთან, რუსებს უთქვამთ, რომ ნაბაკევით გადაიყვანეთო და ამ გადასვლის პროცესში ბავშვი გარდაცვლილა", - განაცხადა ენუქიძემ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მოზარდის ოჯახთან დაახლოებული პირებისგან მიიღო.