სომხეთის ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. სავარაუდოდ მანუკიანი საგარეო უწყებამ ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ პარლამენტის ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს ანატოლი ბიბილოვსა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის შეხვედრის შესახებ. ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა გასულ კვირას მთიან ყარაბაღში შედგა და მოლაპარაკებების დროს ბიბილოვმა და სააკიანმა ოსმალეთის იმპერიის დროს 1915 წელს სომხების გენოციდის შესახებაც ისაუბრეს.