პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2015 წლის 8 იანვარს ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში პარტულ-ინსპექტორი დავით ბერიკაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ ის არავის დაუკავებია.
მისივე ცნობით, აღლემაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ყველა შესაძლო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება დღესაც ტარდება.
"2015 წლის 8 იანვარს, შსს თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო კობა აღლემაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს შს სამინისტროს ზემოაღნიშნული დანაყოფი. ჩატარებულია და დღესაც ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, გამოძიება მუშაობს მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა. რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორ დავით ბერიკაშვილს, გამოძიების ფარგლებში იგი დაიკითხა მოწმის სახით, მაგრამ დაკავებული არ ყოფილა", - აცხადებენ პროკურატურაში.