"საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მთავრობის სრული ცვლილება, რადგან მთავრობის ნაწილის შეცვლა ქვეყანას სიკეთეს მაინც ვერ მოუტანს. მისი განმარტებით, საზოგადოება ითხოვს და იღებს ცვლილებებს. „საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოლოდინი ცვლილებების მოლოდინი. როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია მიაწოდოს ცვლილებები. მაშინ საზოგადოება თავად ითხოვს და იღებს. ჩვენი პოზიციაა მთავრობის მთლიანად შეცვლა, მთავრობის ნაწილის შეცვლა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს საზოგადოებას და ქვეყანას“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.