პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მზია თოდუასა და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები  წარუდგინა.