"მომავალში შეუცვლელი შეიძლება არავინ იყოს და შესაძლოა, ბევრი რამ დაიგეგმოს"

სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელია. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში კვლავ ვრცელდება ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ და ასეთივეა ექსპერტთა ნაწილის პროგნოზიც დეპუტატი აცხადებს, რომ ცვლილებები არ იგეგმება. „ამ დროისთვის არანაირი ცვლილება, როგორც პრემიერმა თქვა, პოლიტსაბჭოს ფორმატში არ იგეგმება. მომავალში შეუცვლელი შეიძლება არავინ იყოს და შესაძლოა, ბევრი რამ დაიგეგმოს. ცვლილებების პროცესი ყოველთვის პოზიტიურია, როდესაც ეს ხორციელდება კონკრეტული დასაბუთებით, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.