საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ერაყის ჩრდილოეთში რელიგიური უმცირესობის, ასობით იეზიდის მკვლელობის თაობაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
უწყება დაღუპულთა ოჯახებს და ერაყის მთავრობას უსამძიმრებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ერაყის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ქვეყანაში სტაბილურობის განსამტკიცებლად.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ „ISIL“-ის ქმედებები წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშაულს და მკაცრად გმობს მათი მრიდან განსაკუთრებული სისასტიკის ტერორის მორიგ გამოვლინებას. მხარს ვუჭერთ ერაყის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ქვეყანაში სტაბილურობის განსამტკიცებლად და გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდება ამ გამოწვევის დაძლევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ერაყის მთავრობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
2 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში" ერაყის ჩრდილოეთში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ასობით იეზიდი მოკლეს.