ბელორუსის პრეზიდენტი დასავლეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს. "ბიბისის" ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების გაუმჯობესებას იწყებს.
"ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს შესაძლოა, ვუწოდოთ დამთბარი. ჩვენ გვსურს, რომ ავსტრიამ და დასავლეთმა ბელორუსს უფრო ახლოდან შეხედოს და სწორი მიმართულებით გადადგას გარკვეული ნაბიჯები", - აღნიშნა ლუკაშენკომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცთან შეხვედრისას.
ბელორუსი დასავლეთთან ამ დრომდე არცთუ ისე კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.