ყველაფერი “მოსულა”, გნებავთ ამას ვაჭრობა დაარქვით

ყველაფერი “მოსულა”, გნებავთ ამას ვაჭრობა დაარქვით

“პოლიტიკაში ყველაფერი “მოსულა”, გნებვავთ ამას ვაჭრობა დაარქვით, პრობლემა არა ამქვს” ამ განცხადებს “კვირის პალიტრასთან” საუბარში თავდაცვის ახალი მინისტრი თინა ხიდაშელი აკეთებს, მისი თქმით, როცა ხელისუფლება კოალიციურია, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა შტოც კოალიციური უნდა იყოს. ხიდაშელი ამობობს, რომ მისი დანიშვნა კოალიციური შეთანხმებაა. მისივე თქმით, “თავისუფალ დემოკრატებს”, როცა ისინი კოალიციაში იყვენ, მთავრობაში 5 მინისტრი ჰყავდათ, რადგან მაშინ ასეთი შეთანხმება იყო.

“რესპუბლიკელებს მეტი თანამდებობრივი წარმომადგენელი პარლამენტში უნდა გვყოლოდა, თავისუფალ დემოკრატებს მთავრობაში. დღეს თავიუსფალი დემოკრატები კოალიციაში აღარ არიან, შესაბამისად ახალი ტიპის შეთანხმების საჭიროება დადგა.” აცხადებს “კვირის პალტრასთან” ხიდაშელი. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მას პრემეირს პრესკონფერენციიდან არ მიუღია და შეთანხმება მანამდე შედგა.