ხიდაშელი დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მონაწილე?

ხიდაშელი დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მონაწილე?

ექსპერტი მამუკა არეშიძე ,თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნას ის ვაჭრობას არ უწოდებს. ექსპერტის განცხადებით, ის ფიქრობს,რომ ხიდაშელის ამ პოსტზე დანიშვნა გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ მოხდა, რომელიც ჩვენი ქვებნის წინაშე წარმოიშვა. არეშიძე ამბობს, რომ აშშ და ნატოს ხელმძღვანელობა პარიტეტის ძიებაში არიან და ამის მიმანიშნებელია ის ინფორმაცია, რომელიც ნელ-ნელა ვრცელდება. არეშიძის თქმით, ეს ინროფმაცია შემდეგია:

“აშშ-სა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკება ოთხი ქვეყნის -ფინეთის, მოლდავეთის, უკრინისა და საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის მინიჭების თაბაზე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთს არ სურს იხილოს თავის საზღვრებთან ნატოს კონტიგენტი. მეორეს მხრივ ამერიკას სჭრდება სტაბილური მოკავშირეები… მოკლედ ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით პოზიციების მოსინჯვა მიმდინარეობს. თუ ეს ორი მოთამაშე შეთანხმდა, ამ ოთხი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის გარანტორობაზე, გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვლება. ერთი შეხვედვით სად ეს გლობალური მოვლენა და სად თავადცვის მინისტრის პოსტი. მაგრამ ასე ნუ ვიტყვით- თუ ეს პროცესები დაიძრა, საქართველოს ამ ვითარებაში თავდაცვის მინისტრად სჭირდება პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა, რომელსაც აქვს ერთ-ერთი მხარის სრული ნდობა. ამ შემთხვევაში ეს არის აშშ.” აცხადებს მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” საუბარში