ბიძინა ივანიშვილი მერაბ მეტრეველს გადაცემაში დასმულ კითხვას უწუნებს

ბიძინა ივანიშვილი მერაბ მეტრეველს გადაცემაში დასმულ კითხვას უწუნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV" ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს გადაცემაში დასმულ კითხვას უწუნებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "ჯიდიეს"-ის ეთერში გადაცემა "20/30"-ში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მერაბ მეტრეველმა ეთერში გამოკითხვა ჩაატარა, "უნდა გადაიღოს ფილმი გოგა ხაინდრავამ, თუ არ უნდა გადაიღოს?"

"პანორმა თბილისთან დაკავშირებით" ხალხს შეიძლება შეეკითხო, მოგწონს თუ არ მოგწონს? აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს? ამას შესატყვისი ორგანოები გადაწყვეტენ. იქ გაგრძელებაც შესატყვისი ჰქონდა. ვიღაცამ თქვა, ჯობია კანალიზაცია გააკეთოს. საზოგადოება, ხალხი არის ძალაუფლების წყარო და, როდესაც ჟურნალისტი ცდილობს, ხალხის ძალა არაობიექტურად გამოიყენოს, სწორედ რომ დისკრედიტაციას უწევს ამ წყაროს. როდესაც ჟურნალისტი არასწორად სვამს კითხვას, ხალხის ძალაუფლებას აკნინებს. რა შუაშაია გოგა ხაინდრავა გადაიღებს თუ არა ფილმს? აშენდება თუ არ აშენდება? როდესაც ჟურნალისტი ამას ასე აქიაქებს, მაშინ ძირითადი აქცენტი იკარგება და ხალხსაც აბნევს", - დასძინა ივანიშვილმა.

გადაცემის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV" ჟურნალისტ მერაბ მეტრეველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მისი საყვარელი ჟურნალისტია და ფიქრობს, რომ ისიც პროპაგანდისტულ მანქანად ჩნდება.

"სვამს კითხვებს, რომელიც ჟურნალისტმა არ უნდა დასვას. აშენდეს თუ არ აშენდეს და გადაიღოს თუ არ გადაიღოს გოგა ხაინდრავამ ფილმი? და ეს პროფესიონალიზმის ნაკლოვანება კიდევ უფრო ამძაფრებს და უჭირს საზოგადოებას სწორად გაიგონ. პროფესიონალიზმი ყველგან გვაკლია, მათ შორის ჟურნლისტიკაში", - დასძინა ივანიშვილმა.