იტალიის სანაპიროებთან 5 800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიის სანაპიროებთან 5 800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

გასული კვირის განმავლობაში იტალიის სანაპიროებთან 5 800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მიგრანტები ხის და რეზინის ნავებით ცდილობდნენ ევროპამდე ჩასვლას. 17 სამაშველო ოპერაციის შედეგად იტალიური და ფრანგული გემებით კი ისინი სანაპიროებამდე მიიყვანეს.

2015 წლის პირველ კვარტალში ხმელთაშუა ზღვაში 1750-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20-ჯერ მეტია. ბოლო პერიოდში ძირითადად უფრო მეტი აფრიკელი მიგრანტი ცდილობს მცირე ზომის ნავებით ევროპამდე მიღწევას, მათი დიდი ნაწილი კი გზაში იღუპება. მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო ევროკავშირის ლიდერები არალეგალური მიგრაციის პოლიტიკას ცვლიან.